Read Anywhere and on Any Device!

Subscribe to Read | $0.00

Join today and start reading your favorite books for Free!

Read Anywhere and on Any Device!

  • Download on iOS
  • Download on Android
  • Download on iOS

პარაპეტი

პარაპეტი

Davit Tserediani
4.1/5 ( ratings)
„დავით წერედიანის ლექსებში იგრძნობა განსაკუთრებული ხასიათი, პიროვნული და შემოქმედებითი ხასიათი. მის ხელში სიტყვას ჯადოსნური საფანელი აქვს მოკრებილი და პოეტური ზემოქმედების „იარაღად“ არის გადაქცეული. საგნები ქმნიან პოეზიას – შენ თვალწინ, შენი თანდასწრებით. მშვიდი, სასაუბრო ინტონაცია შემპარავად, საყვარელი მელოდიასავით აღვიძებს ფანტაზიას. ყველაფერი გესმის, მაგრამ ახსნა გიჭირს, რადგან ეს აზრის მუსიკაა.

მისტიკა – შეიძლება ასეც ვუწოდოთ იმ უცნაურ ფლუიდებს, რომლებიც დავით წერედიანის ლექსებიდან მოედინება – ძალიან მახლობელი და მოუხელთებელი, ნათელი და იდუმალი, გასაგები და შეუცნობელი. სიტყვები უარყოფენ სინტაქსის კანონებს, რათა თვითონ დაადგინონ ურთიერთკავშირის წესები და რაღაც სასწაულით ამას ახერხებენ კიდეც.

აზრი სიტყვებში კი არ იკითხება, არამედ ექოში, რომელსაც ისინი გამოსცემენ. სიტყვა, როგორც ფენომენების შეკვრა და სიტყვები, როგორც ბგერწერის თაიგული. რა არის ეს ბგერწერა – ალიტერაცია? არის და არც არის; ასონანსი? – მარტო ხმოვანი ვერ იტვირთავს შინაარსის სიმძიმეს; რითმა, რიტმი, ინტონაცია? ძნელი სათქმელია. აქ მარტო სემანტიკა უძლურია. მთავარი რაღაც სხვა არის, არა ზოგადი, არა ცნობილი, არამედ ინდივიდუალური, სუბიექტური, შინაგანი, იმანენტური.

ეს არის პოეტური სიტყვათშეთანხმების ახალი, ორიგინალური წესი, რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს ამოხსნი, მაგრამ მუდამ შენთან იქნება, როგორც უსასრულო დღესასწაული.“

ივანე ამირხანაშვილის წინასიტყვაობიდან
Language
Georgian
Pages
127
Format
Hardcover
Publisher
ინტელექტი
Release
May 20, 2022
ISBN 13
9789941311734

Rate this book!

Write a review?

loader