სერიაში „ლიტერატურული ოდისეა“ თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები, რომლებსაც მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ და რომელთა უმეტესობაც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება.
თანამედროვე ნორვეგიელი მწერლის, ერლენდ ლუს სატირული რომანის „დოპლერის" გმირი სეირნობისას ველოსიპედიდან გადმოვარდება, თავს დაარტყამს და…მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება – ტოვებს სახლს, სამსახურს, ცოლს, შვილებს,.. ტყეში დასახლდება და მის მიერ მოკლული ლოსის ნაშიერს უმეგობრდება. სწორედ მასთან მსჯელობს სიყოჩაღითა და ცბიერებით სავსე სამყაროს შესახებ, რომელიც მიატოვა.
„ნაივური. სუპერის" გმირი, 25 წლის სტუდენტი, ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ მისმა ჩვეულებრივმა ცხოვრებამ და, საერთოდ, ყოფიერებამ აზრი დაკარგა. ის ვეღარ ხედავს საგნების ურთიერთკავშირს, აღარაფერი აღაფრთოვანებს... ბევრს ფიქრობს დროზე, კოსმოსზე, ადამიანებზე...
ერლენდ ლუს მარტივი, სადა ენით დაწერილი რომანები რთულ ადამიანურ საკითხებს შეეხება, თუმცა ამავე დროს მკითხველს მოწყენის საშუალებას არ აძლევს.